საზოგადოება
28.01.2022 12:30
თუ მგზავრობას გეგმავთ, გაეცანით საქართველოს გზებზე არსებულ ვითარებას

საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სადაც ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის კმ. 138–კმ. 158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე გუშინ საღამოდან აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამჟამად მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო კმ. 1-კმ. 106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ. 39-კმ. 62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია. ლიპყინულის გამო, ამავე მონაკვეთზე ნარჩუნდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა კვლავ შეზღუდული რჩება კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ. 94-კმ. 110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

კვირის ამბები