საზოგადოება
28.01.2022 11:56
2021 წელს წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში მიმდინარეობდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2021 წელს წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია 11 სოფელში მიმდინარეობდა. აღნიშნული სოფლებიდან, სამუშაოები დასრულდა ხუთ სოფელში - ხიდისთავში, წედისში, ბნავისში, ოლოზსა და ციცაგიაანთკარში, რის შედეგადაც, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 1 800-მდე ოჯახი უკვე უზრუნველყოფილია სასმელი წყლით.

რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, მერიის ინფორმაციით პროექტები გრძელდება ექვს სოფელში - ქიწნისში, შინდისში (ერთი უბანი), უფლისციხეში, შერთულში, ზერტსა (ერთი უბანი) და დიცში (ერთი უბანი).

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელ წყალს 1 300-მდე ოჯახი მიღებს.

მთლიანობაში, თერთმეტივე სოფელში წყალმომარაგების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის დასრულების შედეგად, სასმელი წყლის პრობლემა 3 100-მდე ოჯახს მოუგვარდება.

კვირის ამბები