ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 17 066 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 127 234-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 397 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 14 870 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 9 256 შემთხვევა, აჭარა - 1 523, იმერეთი - 2 219, ქვემო ქართლი - 780, შიდა ქართლი - 775, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 865, კახეთი -683, მცხეთა-მთიანეთი - 289, სამცხე-ჯავახეთი - 388, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 48.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 125 410, საიდანაც 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 992 პირი, მართვით სუნთქვაზეა 280 პაციენტი.