კონფლიქტები
27.01.2022 13:03
მეჯვრისხევში ე.წ. ბორდერიზაციას არ ადასტურებენ სუს-ში, უწყების ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დესტრუქციული ქმედებები შეინიშნება

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საოკუპაციო ძალების წრმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში განახორციელეს, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თუმცა, უწყების ინფორმაციით, სოფლის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები შეინიშნება.

„ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული ასევე განხილული იქნება ყველა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაზე (IPRM, ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებები)“, - განაცხადეს სუს-ში.

კვირის ამბები