საზოგადოება
27.01.2022 11:14
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 17 484 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 

ვირუსით ინფიცირების 17 484 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 110 168-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 699 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 14 840 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა, აჭარა - 2 255, იმერეთი - 2 222, ქვემო ქართლი - 812, შიდა ქართლი - 805, გურია - 314, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 766, კახეთი -656, მცხეთა-მთიანეთი - 320, სამცხე-ჯავახეთი - 298, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 113 771, საიდანაც 4 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 980, 274 პირი მართვით სუნთქვაზეა.

კვირის ამბები