საზოგადოება
26.01.2022 17:05
დღეს ღამით გორის მუნიციპალიტეტში ყინვა და თოვაა მოსალოდნელი

მეტეოროლოგების ცნობით, დღეს, 26 იანვარს, 21 საათიდან გორში ტემპერატრა დაეცემა და მოსალოდნელია მცირე ნალექი თოვლის სახით. ღამის 1-ლი საათიდან ნავარაუდევია - 4 გრადუსი და ნალექის მატება, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებს, შესაძლოა, ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცეს, მთის ზონის ცალკეულ მონაკვეთებზე კი ნავარაუდევია ინტენსიური თოვა.

ღრუბლიანობა, მცირე ნალექი და დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება 27 იანვარსაც. დღის საათებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +3 გრადუსი დაფიქსირდება 15-16 სათისთვის.

კვირის ამბები