შვედეთის ქალაქ უფსალას აკადემიურ ლაბორატორიაში დააფიქსირეს კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის ახალი მუტაცია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაზეთ Upsala Nya Tidning-ში გამოქვეყნდა.
კოვიდის ახალი ვარიანტი სამ ადამიანს დაუდგინდა და მიიღო სახელწოდება BA.2. ჯერჯერობით ამ მუტაციის შესახებ სპეციალისტებმა ბევრი არაფერი იციან. როგორც ლაბორატორიის წამრმომადგენელმა, მატს მარტინელმა განაცხადა, იმისათვის, რომ გაირკვეს, შეუძლია თუ არა BA.2 -ს კონკურენცია გაუწიოს წინა შტამს, ექსპერტებს გაცილებით მეტი მასალა სჭირდებათ. ამასთან მკვლევარმა აღნიშნა, რომ ახალი ვარიანტით დასნებოვნების შემთხვევები შეიძლება გაცილებით მეტი იყოს.
უნდა აღინიშნოს, რომ შვედეთამდე, იგივე მუტაცია უკვე აღმოაჩინეს დანიაში, ნორვეგიაში და ინდოეთის ქალაქ კალკუტაში. ვირუსი მოკლე პერიოდის განმავლობაში ძალიან ფართოდ ვრცელდება. თუმცა, ექსპერტების აზრით ჯერჯერობით ადრეა იმის მტკიცება, რომ BA.2 შესაძლოა უფრო საშიში იყოს წინა ვარიანტებთან შედარებით.