ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, მეოთხე კი, 15 წლის ავთანდილ გამხიტაშვილი, რომელიც მამასთან ერთად იმყოფებოდა, გაათავისუფლეს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჟამის მაცხოვრებლები - 57 წლის ემზარ გამხიტაშვილი და 43 წლის მერაბ გამხიტაშვილი, ასევე, სოფელ ლამისყანას მკვიდრი 39 წლის გიორგი ზარიძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე ტყის მასივში შეშის შესაგროვებლად იმყოფებოდნენ, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.
დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულების მიმართ ე.წ. სასაზღვრო სამსახური მოკვლევას აწარმოებს. აღნიშნული ინფორმაციით ირკვევა, რომ დე ფაქტო რეჟიმი გამხიტაშვილებს და ზარიძეს ე.წ. საზღვრის გადაკვეთას და შეშის უკანონოდ დამზადების მცდელობას ედავება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება