კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან ერთად, სოფელ შავშვებში მოსახლეობას შეხვდა.
გორის მერმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და მოსახლეობას 200 ლარიანი წახალისების პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით თებერვლის თვეშიც გრძელდება.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ახალ გადაწყვეტილებაზეც, რაც 50 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებში ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, 100 ლარით წახალისებას გულისხმობს.
შავშვების ამბულატორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრის პროცესსაც დაესაწრო.