საზოგადოება
26.01.2022 11:14
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 17 530 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 092 684.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 087 პირი, მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 977 832-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 14 813 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან,  თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარა - 1 958, იმერეთი - 1 990, ქვემო ქართლი - 831, შიდა ქართლი - 877, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 680, კახეთი -704, მცხეთა-მთიანეთი - 391, სამცხე-ჯავახეთი - 310, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 62.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 100 013, საიდანაც 4 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 999 პირი, მართვით სუნთქვაზეა 283 პაციენტი.

კვირის ამბები