რეგიონი
25.01.2022 16:23
გრაკალში მცხოვრები ბავშვები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სკოლამდელი აღზრდის და განათლების მიღებას - შიდა ქართლის გუბერნატორი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გახსნას სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში ვალერიან მჭედლიძე, კასპის მუნციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი, რომლის განხორციელებისთვისაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა,

შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, შენობა თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და როგორც პატარების, ისე პედაგოგების საჭიროებებს სრულად აკმაყოფილებს.

,,დღემდე გრაკალში საბავშვო ბაღი არ იყო, თუმცა, ამიერიდან, ამ სოფელში მცხოვრებ პატარებს თანამედროვე სტანდარტების შენობა მოემსახურება და ბავშვები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სკოლამდელი აღზრდის და განათლების მიღებას. საბავშვო ბაღი გათვლილია 30 აღსაზრდელზე, თუმცა, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ 15 ბავშვია და შესაბამისად, ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს. შენობის გარდა, მოეწყო ეზო, რომელიც სათამაშო ინვენტარით აღიჭურვა", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

კვირის ამბები