საზოგადოება
25.01.2022 16:25
პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, „მწვანე პასპორტს“ მიიღებენ
პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც სიმპტო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ტეს­ტი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, მაგ­რამ ოჯა­ხის ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, კო­რო­ნა­ვირუს­გა­და­ტა­ნი­ლე­ბად ჩა­ით­ვლე­ბი­ან და „მწვა­ნე პას­პორ­ტსაც“ მი­ი­ღე­ბენ.
ამის შე­სა­ხებ გამ­ყრე­ლი­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.
რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ გან­მარ­ტა, გა­უ­ტეს­ტავ პი­რებს, რომ­ლებ­საც სიმპტო­მე­ბი ჰქონ­დათ და ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, კო­რო­ნა­ვირუს­გა­და­ტა­ნილ­თა ბა­ზა­ში ასა­ხა­ვენ.
„სა­მი­ნის­ტრომ და­უშ­ვა შე­სა­ბა­მი­სი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი - თუ პირი არ არის გა­ტეს­ტი­ლი, მაგ­რამ ჰქონ­და სიმპტო­მე­ბი და ის და­უ­კავ­შირ­და 112-ს, ასე­ვე ჰქონ­და ოჯა­ხის ექიმ­თან კონ­ტაქ­ტი, ოჯა­ხის ექი­მი მას მეთ­ვალ­ყუ­რე­ობ­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისი­ნი შე­სა­ბა­მი­სად აი­სა­ხე­ბი­ან მერე ბა­ზა­ში "მწვა­ნე პას­პორ­ტის­თვის“ ან მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ამირან გამ­ყრე­ლი­ძემ.
კვირის ამბები