საზოგადოება
25.01.2022 12:36
საქაშეთის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა
სსიპ-გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში- „საოჯახო მედიცინა“ ან „პედიატრია“ და გააჩნდეს ბოლო 10 წლის მანძილზე სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი, ასევე, ჰქონდეს ჯანდაცვის სისტემაში ან სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება470 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულადwww. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 30 იანვრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
კვირის ამბები