საზოგადოება
25.01.2022 12:31
რა სახის პროგრამების თანადაფინანსებას უზრუნველყობს გორის მერია განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზდული მიმართულებების განვითარებისთვის
განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზდული მიმართულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი პროგრამების განხორციელებას 2022 წელსაც აგრძელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას და მოქმედ გაერთიანებებს შეუძლიათ.
GMnews-ის ინფორმაციით, გორის მერია შემდეგი სახის პროგრამების თანადაფინანსებას უზრუნველყობს: გორის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა; სპორტული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა; კულტურული ღონისძიებების/პროგრამების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა და ახალგაზრდული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამებში ჩართვის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, წარადგინონ პროექტი ან ინიციატივა და მოითხოვონ თანადაფინანსება. უწყების ცნობით, განაცხადები განიხილება და გადაწყვეტილების მიღება მოხდება პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით.
კვირის ამბები