საზოგადოება
25.01.2022 12:27
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დამსაქმებლებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე

დადებითობის მაჩვენებლის ზრდის ფონზე, მთავარია, რომ თუ ადამიანი სიმპტომურია, მოერიდოს სამსახურში სიარულს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ახალი შემთხვევების გაზრდილი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევების გამოვლენილი ნაწილი არ არის სრული სურათი იმ ეპიდემიისა, რაც დღეს გვაქვს. მინისტრის მოადგილე დამსაქმებლებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

„მთავარი არის ის, რომ თუ ადამიანი სიმპტომურია, მოერიდოს სამსახურში სიარულს და ამ შემთხვევაში, ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, სადაც ეს შესაძლებელია, იქნება დაზღვევის ერთ-ერთი საშუალება. ასევე მთავარია, ბიზნეს-სფეროში დაცვის საშუალებების ზედმიწევნით ზუსტად გამოყენება - პირბადე კარგად მუშაობს, ხელის ჰიგიენა და ა.შ.“, - განაცხადა გაბუნიამ.

კვირის ამბები