საზოგადოება
25.01.2022 10:59
შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, შიდა ქართლში კოვიდ-19-ის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების აღნიშნული მაჩვენებლით, იმერეთისა და აჭარის შემდეგ, შიდა ქართლი რეგიონებს შორის მესამე ადგილზეა. რაც შეეხება თბილისს და სხვა რეგიონებს:

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან,  თბილისში გამოვლენილია 8 357 შემთხვევა, აჭარა - 1 608, იმერეთი - 1 907, ქვემო ქართლი - 727, შიდა ქართლი - 794, გურია - 290, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 721, კახეთი -626, მცხეთა-მთიანეთი - 376, სამცხე-ჯავახეთი - 282, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -74.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 87 609, საიდანაც 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 963 პირი, 283 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

კვირის ამბები