ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 075 154-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 260 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 972 745-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 14 774 პირი ემსხვერპლა.