საინტერესო ამბები
25.01.2022 10:38
„ომიკრონი“ ადამიანის კანსა და საგნების ზედაპირზე იმაზე დიდხანს ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობს, ვიდრე მისი წინამორბედი შტამები

კორონავირუსის ახალ შტამს - „ომიკრონ“ ვარიანტს პოლიეთილენის ზედაპირსა და სხვა გლუვ საგნებზე გადარჩენა 193 საათის, ანუ დაახლოებით 8 დღის განმავლობაში შეუძლია, - ამის შესახებ იაპონიის ქალაქ კიოტოს სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს.

მეცნიერების თქმით, აქამდე მიიჩნეოდა, რომ ახალ შტამს გავრცელების უნარი დროის გაცილებით მოკლე შუალედში ჰქონდა, თუმცა, საფუძვლიანი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ „ომიკრონ“ ვარიანტს პოლიეთილენის ზედაპირზე გადარჩენა 193 საათის, ანუ დაახლოებით 8 დღის განმავლობაში შეუძლია, ადამიანის კანზე კი - 21 საათის განმავლობაში.

 ცნობისთვის, კორონავირუსის „ალფა“ ვარიანტის სიცოცხლის ხანგრძლივობა 56 საათია, „ბეტასი“ 191, „გამა“ ვარიანტი 156 საათს ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, „დელტა“ კი -114 საათს.

კვირის ამბები