საზოგადოება
24.01.2022 15:24
კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა გორის მერს სპორტის აღნიშნული სახეობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილაიამ, სპორტის აღნიშნული სახეობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გაწეული ღვაწლისა და მიღწეული წარმატებებისთვის, კარატეს მსოფლიო ფედერაციის სერტიფიკატები შიდა ქართლის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს გელა პავლიაშვილსა და გორელ მსოფლიო ჩემპიონს - დავით ჯაფარიძეს გადაეცათ.
„უნდა აღინიშნოს, რომ კარატეს ფედერაცია შიდა ქართლში 30 წელია არსებობს და მას გელა პავლიაშვილი წარმატებით უდგას სათავეში. კარატის სექციაზე, რომელიც გორის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზე მოქმედებს, ათეულობით ახალგაზრდა ვარჯიშობს. ამასთან, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში, სპორტის ყველა სახეობაზე ვარჯიში უფასოა. სააგენტო ,ტრანსპორტით, კვებითა და საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროთი უზრუნველყოფს სპორტსმენების მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზე“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
 
 
 
 
კვირის ამბები