გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დღეის მდგომარეობით ხუთი სკოლაა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა.
ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ხვალისთვის კიდევ სამ სკოლასთან დაკავშირებით ელოდებიან ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას.
„დღეის მდგომარეობთ, გორის მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლაა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასული, ეს გახლავთ გორის IX, გორის X , კარალეთის I და კარალეთის II, ასევე, სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლები. ამასთანავე, გეტყვით, რომ ვირუსი გამოვლენილია კიდევ სამ სკოლაში და ველოდებით ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, ასევე მოიმატა იმ კლასების რაოდენობამ, სადაც სწავლა ჰიბრიდული მოდელით ხორციელდება.