საზოგადოება
24.01.2022 12:55
სოფელ ფლავის საჯარო სკოლაში ორი მასწავლებლის ვაკანსიაა
სსიპ- გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა ორი სპეციალობის პედაგოგის ვაკანსიას აცხადებს.
საგანმანათლებლო დაწესებულებაI, II, III დაIV კლასებში სამუშაოდ იწვევს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგს. შესაბამისი განცხადების მიხედვით, რომელიც სკოლის ადმინისტრაციამ უკვე განათავსა, დაინტერესებულ პირებს კვირაში15 საათიანი სამუშაო დატვირთვა მოუწევთ, რისთვისაც საგანმანათლებლო დაწესებულებას 398-437 ლარიანი ანაზღაურება აქვს გათვალისწინებული.
რაც შეეხება მეორე ვაკანსიას, სსიპ- გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა I, II, III, IV, V, VI კლასებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს ეძებს. ვაკანსია კვირაში10-საათიან სამუშაო დატვირთვას და 265-291ლარიან სავარაუდო ხელფასს ითვალისწინებს. განცხადებების მიღება იწარმოებს2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ელექტრონულად, ვებ გვერდის: pedagogi. ge (teacherjobs.ge)-ის მეშვეობით. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 3 თებერვალია მითითებული.
კვირის ამბები