გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საუკეთესოდ მორთული ფასადებისა და ეზოების (გარე ნაწილის) გამოვლენის მიზნით, ტრადიციული წინასაახალწლო კონკურსი დაიწყო. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი საკონკურსო კომისია გამარჯვებულს 31 დეკემბერს დაასახელებს. ამასათანავე, გამოვლინდება მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეების ვინაობაც. საპრიზო ადგილებზე გასული კონკურსანტები შესაბამის ფულად ჯილდოს მიიღებენ: პირველი ადგილი - 500 ლარი, მეორე ადგილი - 300 ლარი, მესამე ადგილი - 200 ლარი.
აქტივობაში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ამისათვის საჭიროა, 25 დეკემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ Facebook გვერდზე - „გორის მუნიციპალიტეტის მერია“ - საკონტაქტო ველში (მესენჯერში) გააგზავნოთ საახალწლოდ მორთული ფასადებისა და ეზოების ფოტოები. გზავნილი, ასევე, უნდა შეიცავდეს მონაწილის საკონტაქტო ინფორმაციას (მისამართი და ტელეფონის ნომერი).
აღნიშნული პროექტი გორის მერიის ინიციატივითა და კერძო კომპანიების სპონსორობით, ბოლო რამდენიმე წელია ხორციელდება.