გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
როგორც GMnews-სთვის ცნობილია, შესყიდვის სავარუდო ღირებულება 2 480 425 ლარია.
„დღემდე, ზემოხსენებულ სოფელში მცხოვრები 1000-მდე ოჯახი, სასმელ წყალს დღეგამოშვებით, ისიც მხოლოდ ორი საათით იღებს. სოფელში არსებული მოძველებული წყალმომარაგების სისტემა ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივების მოთხოვნას. პროექტის განხორციელების შემდეგ, ადგილობრივ მაცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებთ“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.