საზოგადოება
24.01.2022 10:33
ხვალიდან 4 დღის განმავლობაში, გორში კვლავ დაბალი ტემპერატურა და ნალექია მოსალოდნელი

გორის მუნიციპალიტეტში დღეს უნალექო, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა.

ხვალ, 25 იანვარს კი, დილიდან მოსალოდნელია მცირე ნალექი თოვლის სახით, დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +1 გრადუსს მიაღწევს.

მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანობა, +1 გრადუსი და საღამოს საათებში ნალექია მოსალოდნელი 26 იანვარს, ანალოგიური ამინდი შენარჩუნდება ხუთშაბათს და პარასკევს, სინოპტიკოსების ინფორმაციით, 27-28 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტში ნალექი მოსალოდნელია დღის განმავლობაშიც. დღის საათებში +1, +2 გრადუსი, ღამით კი ყინვაა ნავარაუდევი.   

კვირის ამბები