საზოგადოება
21.01.2022 20:14
დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში ექვსასამდე მოსწავლის მშობელმა მოითხოვა

გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში დისტანციური სწავლების სურვილი 592 მოსწავლის მშობელმა გამოხატა და დარეგისტრირდა შესაბამის პლატფორმაზე, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მშობლებს, დისტანციური სწავლების მოთხოვნის შესაძლებლობა ყოველ ხუთშაბათს ეძლევათ. დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე online.emis.ge  

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება ან რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

კვირის ამბები