გორის მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე სოფელში გზების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერები გამოაცხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, დაგეგმილია სოფელ ბერშუეთთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და სოფელ ბერშუეთის გარდა, სოფელ სობისსაც მოიცავს, შესაბამისად გაივლის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსაც. ელექტრონული ტენდერის მიხედვით, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 3 265 მეტრს შეადგენს. როგორც ცნობილია, საავტომობილო გზის მონაკვეთის გარდა, პროექტი სანიაღვრე სისტემის, ეზოებში შესავლელებისა და მიერთებების მოწყობასაც ითვალისწინებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 681 980 ლარის შეადგენს.
2022 წელს განხორციელდება საუბნო გზების რეაბილიტაცია სოფელ ხიდისთავში, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია. გორის მერიის ცნობით, სოფელ ხიდისთავში საუბნო გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. აქედან, ერთი მონაკვეთი 641 გრძივ მეტრს, ხოლო მეორე - 2 444 გრძივ მეტრს შეადგენს. ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად დაგეგმილია ტროტუარებისა და ეზოებში შესასვლელების მოეწყობაც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 011 480 ლარია.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იგეგმება სოფელ წედისში, ბნავისში, ოლოზსა და ღვარებში. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვა გამოცხადებულია წედისში, ბნავისში, ოლოზსა და ღვარებში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების I ეტაპის სამუშაოებზე. სარეაბილიტაციო გზის სიგრზე 5 800 გრძივი მეტრია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 745 860 ლარის შეადგენს.