კულტურა
21.01.2022 14:36
გორის თეატრმა რეპერტუარიდან 23 იანვარს ჩანიშნული სპექტაკლიც მოხსნა
23 იანვარს ჩანიშნული სპექტაკლი „სიყვარული შობს სიყვარულს“ წარმოდგენაში მონაწილე მსახიობის ავადმყოფობის გამო მოიხსნა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, გორის თეატრმა, ასევე, რეპერტუარიდან მოხსნა 22 იანვარს ჩანიშნული სპექტაკლი „მამაც“, მიზეზი კი, წარმოდგენაში მონაწილე მსახიობისთვის კოვიდ19-ის დადასტურება გახლდათ.
„ბილეთების გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შეგიძლიათ თეატრის სალაროში, აღნიშნული ბილეთებით ასევე შეგიძლიათ შემდგომში ჩანიშნულ წარმოდგენაზე ისარგებლოთ“, - ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები