არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში დღეს დახურულ ფორმატში შედგა შეხვედრა, სადაც ეუთოს მისიის ახალი ხელმძღვანელი, პოლონეთის წარმომადგენელი ვიორელ მოსანუ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი 2008 წელს დაკარგული ოსი ახალგაზრდების მშობლებს შეხვდნენ.
ეს იყო შეხვედრა ჰუმანიტარული მიზნით სამ დაკარგულ ადამიანთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დახურულ ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
,,შეხვედრის შინაარსზე ვერ ვისაუბრებ, ეს იყო შეხვედრა ჰუმანიტარული მიზნით სამ დაკარგულ ადამიანთან დაკავშირებით. დამატებით არაფრის თქმა არ შემიძლია, შეხვედრა იყო კონფიდენციალური და ჰქონდა ერთადერთი - ჰუმანიტარული მიზანი და შესაბამისად, ამ საკითხზე იყო საუბარი. გარდა იმისა, რაც გითხარით, შეხვედრის ყველა სხვა დეტალი, მათ შორის ისიც, ვინ ესწრებოდა შეხვედრას, კონფიდენციალურია“, - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ.