საზოგადოება
21.01.2022 13:09
რეგიონში ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრად მატების მიუხედავად, „გორმედის“ კოვიდკლინიკების საწოლფონდი გადავსებული არ არის - ხათუნა შრუბი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი 8 767 ახალი შემთხვევეიდან, შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრად მატების მიუხედავად, ,,გორმედის“ კლინიკებში საწოლფონდი გადავსებული არ არის და საჭიროების შემთხვევაში, შეუფერხებლად შეუძლია სატაციონარული პაციენტების მიღება.

ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ამ დროისთვის, რეანიმაციულ დეპარტამენტში 15-მდე კოვიდინფიცირებულ პაციენტს უტარდება მკურნალობა, მათგან მართვით სუნთქვაზეა ორი პაციენტი.

,,ისევე, როგორც მთლიანად, ქვეყანაში, შიდა ქართლშიც ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრად მატება ფიქსირდება. ამის მიუხედავად, რეგიონის  სტაციონარული სექტორი გადატვირთული არ არის. მოგეხსენებათ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ,,გორმედის“ ქსელი კოვიდის მართვაში ჩართულია სამი კლინიკით - 250 საწოლით და ამ ეტაპზე სამივე სამედიცინო დაწესებულების სტაციონარში გვაქვს საწოლფონდი, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ,,გორმედს“ შეუფერხებლად შეუძლია სატაციონარული პაციენტების მიღება“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.  

კვირის ამბები