გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - კოშკებისა და რიეთის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს. ადგილობრივი თვითმმართველობა ორივე სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას გეგმავს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადდა. როგორც GMnews-სთვის ცნობილია, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 835 610 ლარია. შესაბამისი სამუშაოები კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვს თვეში უნდა დასრულდეს.
ინფორმაციიისთვის, დღემდე, რიეთში მცხოვრები 100-მდე ოჯახი და კოშკებში მცხოვრები 85-მდე ოჯახი სასმელ წყალს საუბნო ონკანებიდან იღებს.