კულტურა
20.01.2022 13:08
გორის თეატრმა 22 იანვარს ჩანიშნული სპექტაკლი - „მამა“ რეპერტუარიდან მოხსნა
გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, 22 იანვარს ჩანიშნული სპექტაკლი რეპერტუარიდან მოხსნა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც თეატრში განმარტავენ, მიზეზი წარმოდგენაში მონაწილე ერთ-ერთი მსახიობის კორონავირუსით ინფიცირებაა.
„22 იანვარს ჩანიშნული სპექტაკლი „მამა“ მოიხსნა, სპექტაკლში მონაწილე მსახიობს დაუდასტურდა კოვიდ19. ბილეთების გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შეგიძლიათ თეატრის სალაროში, აღნიშნული ბილეთებით ასევე შეგიძლიათ შემდგომში ჩანიშნულ წარმოდგენაზე ისარგებლოთ“, - ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები