საზოგადოება
18.01.2022 12:04
თამარ გაბუნია - მთავრობა ვაქცინაციის გეგმის განახლებულ ვარიანტზე მუშაობს

იმუნიზაციის წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, მთავრობა ვაქცინაციის გეგმის განახლებულ ვარიანტზე მუშაობს, რაც იმუნიზაციის წახალისებას ისახავს მიზნად.

„წახალისების მექანიზმი ეფექტურად მუშაობდა. მიდის მსჯელობა და მუშავდება ვაქცინაციის გეგმის განახლებული ვარიანტი. ამ კვირაში კიდევ იქნება დამატებითი კონსულტაციები. მოგეხსენებათ, იანვრის ბოლომდე წახალისების სქემა მოქმედებს. გვექნება კიდევ დამატებით შეთანხმება, როგორ უნდა გაგრძელდეს წახალისება, როგორც პირველ და მეორე დოზებზე, ასევე „ბუსტერის“ კუთხით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებში, სამედიცინო პერსონალსა და სხვა რისკ ჯგუფებში“, - განმარტა გაბუნიამ.

კვირის ამბები