საზოგადოება
18.01.2022 12:02
19 იანვარს მოქალაქეები შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ
19 იანვარს, მოქალაქეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ. როგორც GMnews-ს უწყებაში განუცხადეს, ზემოხსენებული თარიღი, სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დასვენების დღედაა გამოცხადებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განმარტებით, 19 იანვრის უქმე დღედ გამოცხადება ნათლისღების დღესასწაულს უკავშირდება.
კვირის ამბები