საზოგადოება
18.01.2022 11:20
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ საქართველოში მილიონს გადააჭარბა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 7 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 006 864-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 160 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 934 667-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 14 512 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარა - 801, იმერეთი - 792, ქვემო ქართლი - 285, შიდა ქართლი - 380, გურია - 193, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი - 171, სამცხე-ჯავახეთი - 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 57 659, საიდანაც 4 465 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 015 პირი, მართვით სუნთქვაზეა 285 პაციენტი.

კვირის ამბები