საზოგადოება
18.01.2022 11:13
სოფელ სათემოს საჯარო სკოლა ორ ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოს საჯარო სკოლა ქართული ენისა და ლიტერატურის და ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს, შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია პორტალზე: teacherjobs.ge.
განცხადების პირობების თანახმად, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანტური პოზიცია კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას V-IX კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. რაც შეეხება ანაზღაურებას, თვეში 500-650 ლარია მითითებული.
რაც შეეხება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის ვაკანსიას, მსურველებს, კვირაში 6-საათიანი დატვირთვა ექნებათ, ანაზღაურება კი 180-300 ლარია.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადების წარდგენის ვადა 22 იანვარს ეწურებათ. მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები