საზოგადოება
18.01.2022 11:06
გორში დღეს მზიანი ამინდია მოსალოდნელი, 20 იანვარს კი სინოპტიკოსები ძლიერ ქარს აანონსებენ - გაეცანით უახლოესი ერთი კვირის ამინდის პროგნოზს

18 იანვარს გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 15-16 საათისთვის +3 გრადუსს მიაღწევს. 12 საათის შემდეგ მოსალოდნელია ქარიც, შუადღისთვის 9 მ/წ-მდე სიჩქარით.

18 საათიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ღამის საათებში ნავარაუდევია ყინვა -1-დან -3 გრადუსამდე.

19 იანვარს კი, დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია მცირე ნალექი თოვლის სახით, ჰაერი კი მხოლოდ +2 გრადუსამდე გათბება. 19 იანვარს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარიც გაძლიერდება და 12-დან 16 საათამდე ქარის სიჩქარე 12 მ/წ-ს მიაღწევს. საღამოს საათებში კვლავ მცირე თოვლია ნავარაუდევი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრიდან ერთი კვირის განმავლობაში გორში უნალექო და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი პერიოდულად ღრუბლიანობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2-დან +7 გრადუსამდე, ღამით კი მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება ყინვა. ასევე, მომდევნო დღეების განმავლობაში პერიოდულად ქარიც დაფიქსირდება. ყველაზე ძლიერი ქარი გორში მოსალოდნელია 20 იანვარს 12-დან 20 საათამდე, ქარის მაქსიმალური სიჩქარე 15 მ/წ-ს მიაღწევს.

კვირის ამბები