საზოგადოება
17.01.2022 15:43
სათემოს საჯარო სკოლა სპეციალური მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - სათემოს საჯარო სკოლა სპეციალური მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს, რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს და წარსადგენ დოკუმენტაციას, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. გავლილი ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული, ან, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შესწავლილიჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად აპლიკანტებმა სამოტივაციო წერილი და შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ასლი; განათლების დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი; შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში) და ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში) უნდა ატვირთონ ელექტრონულ სისტემაში http:// teacherjobs. ge/
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 450-550 ლარია. მსურველებმა განაცხადი 22 იანვრის ჩათვლით უნდა გაგზავნონ.
კვირის ამბები