საზოგადოება
17.01.2022 11:56
ორი სკოლის გარდა, გორის მუნიციპალიტეტის 65 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 საჯარო სკოლიდან 65 საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზამთრის არდადეგების დასრულების შემდეგ სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.

გათბობის სისტემის პრობლემის გამო, სასწავლო პროცესი ვერ განახლდა ვარიანის საჯარო სკოლაში, ბოშურში კი, სწავლის დაწყება დიდთოვლობის გამო შეფერხდა.

 ,,მოგეხსენებათ, დასრულდა ზამთრის არდადეგები და განახლდა სასწავლო პროცესი. გორის მუნიციპალიტეტის 67 საჯარო სკოლიდან, 65 საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაიწყო დღეს სწავლა, რაც შეეხება ორ სკოლას, ვარიანის საჯარო სკოლაში ერთი დღის დაგვიანებით დაიწყება სწავლა, ამის მიზეზი გახლავთ გათბობის სისტემის დაზიანება, რაც შეეხება ბოშურს, გუშინ გაიწმინდა გზები თოვლისგან, მაგრამ წუხელ კვლავ დაემატა თოვლის საფარი და შეუძლებელი გახდა სკოლამდე მისვლა, რის გამოც სასწავლო პროცესი დღეს ვერ დავიწყეთ. რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებულ რეგულაციებს, ბუნებრივია, ყველა რეგულაცია ნარჩუნდება, ასევე, გაგრძელდება პედაგოგების გეგმური ტესტირებაც“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

კვირის ამბები