საზოგადოება
17.01.2022 11:42
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 3 656 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და 32 პაციენტი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 

ვირუსით ინფიცირების 3 656 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 999 343-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 066 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 14 481 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 2 530 შემთხვევა, აჭარა - 330, იმერეთი - 213, ქვემო ქართლი - 116, შიდა ქართლი - 98, გურია - 67, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი -106, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 329, საიდანაც 4 500 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მართვით სუნთქვაზეა 289 პაციენტი.

კვირის ამბები