საზოგადოება
17.01.2022 11:34
პრემიერი - დღეს გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მღალი ხარისხის და დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები შემოვა
ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, რომლის შესაბამისადაც, უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი და შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტის შესაბამისი მედიკამენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ნაბიჯი სწრაფად გააიაფებს მედიკამენტებს საქართველოში.

„ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტის შესაბამისი მედიკამენტები. მოგეხსენებათ, რომ მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის, ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს, პირობითად, 10 ლარი, თურქეთში ღირს 1-2 ლარი. ამიტომ არავითარი არგუმენტი იმისა, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კვირის ამბები