საზოგადოება
17.01.2022 11:22
ახალდაბის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა
სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „თერაპია“ ან „პედიატრია“ და გააჩნდეს ბოლო 10 წლის მანძილზე სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი, ასევე, ჰქონდეს ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 470 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 24 იანვრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
კვირის ამბები