ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სუბსიდირების პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, როგორც უკვე ვთქვი, 1 მილიონ ადამიანს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან და ის ორი წელი გრძელდებოდა, იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ეს პროგრამა გავაგრძელოთ. მოსახლეობის იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.