საზოგადოება
14.01.2022 14:24
გორის მერია სხვადასხვა დაავადებების მქონე ადამიანებს ფინანსურად დაეხმარება - ნახეთ ვინ ისარგებლებს ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანდაცვის პროგრამით
ადგილობრივი თვითმმართველობა ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, გლუტენის დაავადებით (ცელიაკია ICD K90.0), ფენილკეტონურიით, ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებულ ადამიანებს ფინანსურად დაეხმარება - მოქალაქეების ზემოხსენებული კატეგორია, წელიწადში ერთხელ, 500 ლარიან შემწეობას მიიღებს. გორის მერიის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სოციალური დახმარებას მიიღებენ დიალიზზე მყოფი ადამიანებიც. ასეთ პირებზე წელიწადში ერთხელ 500 ლარი გაიცემა.
GMnews-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შემთხვევაში, იმ მოქალაქეებს რომლებიც საჭიროებენ დიალიზის პროცედურას, ასევე, დაუფინანსდებათ ტრანსპორტირების ხარჯებიც.
დაინტერესებულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.
კვირის ამბები