საფხებურთო კლუბ „დილას“ ზამთრის სეზონზე რამდენიმე ახალი სპორტსმენი დაემატა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო სიახლე თორნიკე ძოწენიძის „დილაში“ გადმოსვლას ეხება. როგორც ცნობილია, 22 წლის ცენტრალური მცველი კარიერას „დილას“ მაისურით გააგრძელებს და ხელშეკრულების მიხედვით, ეს თანამშრომლობა სამ წელს გაგრძელდება.
ცნობისთვის, ძოწენიზემ გასული სეზონი „თელავის“ რიგებში გაატარა და მის შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა. ამასთან, სპორტსმენი „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და პირველად „დინამო თბილისში“ თამაშობდა. ახალგაზრდა მცველი საქართველოს 20 და 21 წლამდე ნაკრებების წევრიც იყო.
ზამთრის პერიოდში გორის კლუბთან კონტრაქტები გააფორმეს მეკარე დემეტრე ბულისკერიამ, „სამტრედიას“ შემტევმა გიორგი ლომთაძემ, ლიგა 2-ის და „გაგრას“ საუკეთესო ბომბარდირმა თამაზ მაქაცარიამ.
ამას გარდა, ბრაზილიელმა და ქართველმა მარჯვანა მცველებმა - ალეფ სანტოსმა და რეზო ჩიტეიშვილმა, გორის კლუბთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივეს და კლუბში 2023 წლის ბოლომდე დარჩებიან
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგა 2021 „დილამ“ ბრინჯაოს მედლით დაასრულა და ახალ ევროსეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.