საზოგადოება
14.01.2022 10:59
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 5 567 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და 36 პაციენტი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში

ვირუსით ინფიცირების 5 567 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 984 802-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 661 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 924 072-ნდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევაც დაფიქსირდა. საქართველოში ვირუსს 14 395 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 3 479 შემთხვევა, აჭარა - 587, იმერეთი - 434, ქვემო ქართლი - 159, შიდა ქართლი - 254, გურია - 130, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი -130, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი - 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -26.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 46 309, საიდანაც 4 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 003 პირი, 289 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

კვირის ამბები