საზოგადოება
14.01.2022 10:56
გერმანიაში 12-დან 17 წლამდე მოზარდების „ბუსტერ“ დოზით აცრისთვის ემზადებიან

გერმანიის ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტის ინიციატივით, ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით 12-დან 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი უნდა აიცრას, - აღნიშნულ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის მოზარდებს გაუკეთდებათ ასაკისთვის შესაფერისი დოზა, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან მინიმუმ 3 თვის შემდეგ.

ცნობისთვის, 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები ბუსტერ დოზით მხოლოდ „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით უნდა აცრან.

გერმანიაში, მთლიანობაში, კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 72.3%, „ბუსტერ“ დოზა კი 45%-ს აქვს მიღებული.

კვირის ამბები