ის მამაკაცები, ვინც ასტროლოგიითაა გატაცებული, ქალით დაინტერესებისას ხშირად ცდილობენ მისი ზოდიაქოს ნიშნის გაგებას და სასურველ ქალზე სულ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებას. მოგეხსენებათ, არსებობს ჩინური, აღმოსავლური, დრუიდების ჰოროსკოპი, მაგრამ, შესაძლოა არ იცით, რომ ასტროლოგები ამა თუ იმ ნიშნის ქალს ტკბილეულთან მსგავსებაშიც განიხილავენ.
ვერძი ქალი - „ცხელი შოკოლადი“
ვინც მიჩვეულია დიეტურ საკვებს და მძაფრი შეგრძნებები და ბობოქარი ვნებები არ უყვარს, ,,ცხელ შოკოლადზე“ უარი უნდა თქვას. ვერძი ქალი მომხიბვლელი და ვნებიანია, ამასთანავე, „ცხელ შოკოლადთან“ ურთიერთობის დროს გარკვეული ტემპერატურული რეჟიმის დაცვაა საჭირო, რომ მიხაკის, ჯანჯაფილის და ცხარე პილპილის გემოთი გაჯერებული სურნელოვანი ცხელი შოკოლადი მყარი შოკოლადის ფილად არ იქცეს.
კურო ქალი - „ჩიტის რძე“
,,ჩიტის რძე“ ქალი მშვიდი, ალერსიანი და მოსიყვარულეა. იგი ოჯახური სიმყუდროვის და კომფორტის სიმბოლოა. ტყუილად არ ამბობენ ასტროლოგები, რომ კურო ქალები საუკეთესო ცოლები არიან. ამასთან, „ჩიტის რძე“ შესაბამის „შენახვის პირობებს“ მოითხოვს. მას სანდო პარტნიორი სჭირდება, რომლის მიღმაც თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობს და ლღვობას არ დაიწყებს.
ტყუპები ქალი - „რაფაელო“
ისევე, როგორც რაფაელოს, ტყუპ ქალს მტკიცე გული აქვს. ბევრმა მამაკაცმა იცის, რომ „რაფაელოს“ ხანგრძლივად შენარჩუნება რთულია - ის, შეიძლება, ადვილად მოიხიბლოს, მაგრამ თუ მოიწყინა, ასევე ადვილად შეუძლია სხვასთან გაფრენა. ტყუპი ქალების ასეთ ზედაპირულობას და არასერიოზულობას მხოლოდ ინტელექტი და მრავალმხრივობა აბალანსებს.
კირჩხიბი ქალი - „მარმელადი“
ისევე როგორც მარმელადს, რომლის მომზადება უამრავ ეტაპს მოიცავს, კირჩხიბ ქალსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. ნაზი მარმელადი არასწორი მოპყრობის შემთხვევაში საკვებად სრულიად უვარგისი ხდება - ზედმეტი სიმხურვალისგან ის ჟელედ იქცევა. დროთა განმავლობაში, ,,მარმელადი“ უხეშდება და პარტნიორზე ,,მიწებებული“ ხდება, თუმცა ეს ბევრ მამაკაცს მოსწონს კიდეც.
ლომი ქალი - „კარამელი“
ლომი ქალი, ტკბილეულის მოყვარული მამაკაცების შეფასებით, ყველაზე მაცდური და მიუწვდომელია. „კარამელი“ მიჩვეულია თაყვანისცემლების აღფრთოვანებულ მზერას. მას ყველაზე დახვეწილი დღესასწაულის დამშვენება შეუძლია.
ქალწული ქალი - „თხილი შოკოლადში“
ქალწული ქალი ისეთი მყარი დესერტების კატეგორიას მიეკუთვნება, როგორიცაა თხილის კანფეტები, მაგალითად - გრილიაჟი. როგორც წესი, ქალწულის ცხოვრება მკაცრ და ლოგიკურად დასაბუთებულ წესებს მიჰყვება - ამ ქალბატონს პირველივე ჯერზე და ადვილად ვერავინ დაიპყრობს.
სასწორი ქალი - „მოცვი მინანქარში“
ასეთი ქალთან ურთიერთობა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. შაქრის ან ვანილის მინანქარი ძალიან ნაზი და მყიფეა, ამიტომ დიდხანს არ უნდა დააყოვნოთ და დროულად მიირთვათ, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ სასწორი ქალი დისკომფორტს და უხეშ მოპყრობას არ მოითმენს და შეიძლება პირი „გაგიმწაროთ“.
მორიელი ქალი - „შაქარყინული“
მორიელ ქალს საკუთარი სურვილების დროებით გაყინვა ეხერხება, მაგრამ საჭირო დროს ასევე ადვილად ადნობს. შაქარყინული ქალი სიყვარულში ძალზე საინტერესოა. თავიდან ცნობისმოყვარეობით და შორიდან ტკბობით უნდა დაიტანჯოთ. ,,შაქარყინული“ ნელა და სიამოვნებით უნდა შეისწავლოთ და ყოველ ჯერზე თავიდან დატკბეთ.
მშვილდოსანი ქალი - „ფორებიანი შოკოლადი“
ჰაეროვანი შოკოლადი შეიძლება მხოლოდ შამპანურს შევადაროთ, რომელიც, ნაცრისფერი ყოველდღიურობის ფონზე, დღესასწაულის განცდას ქმნის. მშვილდოსან ქალს ფეთქებადი ტემპერამენტი და გამორჩეული ხასიათი აქვს. მასთან ურთიერთობის დროს ზეიმისა და იმპულსურობის განცდა არ დაგტოვებთ.
თხის რქა ქალი - „ალუბალი შოკოლადში“
ასეთი „კანფეტის“ ხელში ჩაგდება მამაკაცის დიდი წარმატებაა, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პოტენციური პარტნიორის მიმართ ძალიან მაღალი მოთხოვნების გამო, „ალუბალი შოკოლადში“ მარტო რჩება და გაყინულ „ზამთრის ალუბლად“ იქცევა. ასეთი ალუბლის გალღობას კი დიდი დრო სჭირდება.
მერწყული ქალი - „ბეზე“
მერწყულ ქალს ბეზეს ადარებენ. ბეზე შეიძლება განსხვავებული იყოს: ნაზი, რომელიც პირში დნება და მყარი და ხრაშუნა, ჩვეულებრივი და ეგზოტიკური, თხილით და შოკოლადით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მისი დაგემოვნება სიამოვნებაა.
თევზები ქალი - „შოკოლადი ლიქიორით“
თევზები ქალი ისეთივე ნაზი, მათრობელა და მიმზიდველია, როგორც შოკოლადი ლიქიორით. ქალ თევზებს ხშირად ადარებენ ნარკოტიკს, მასთან ურთიერთობამ შეიძლება, რომ დამოკიდებულება გამოიწვიოს. ეს ტკბილეული შეიცავს ქალურ საიდუმლოს, რომლის ბოლომდე ამოხსნა დღემდე ვერავინ შეძლო.