საზოგადოება
13.01.2022 14:10
გორის მერია სხვადასხვა პოზიციაზე რვა ვაკანსიას აცხადებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, 8 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. GMnews-ის ინფორმაციით, აღნიშნული ვაკანტური ადგილებით დაინტერესებულ პირებს განაცხადების გაკეთების ვადა 16-17 იანვრამდე აქვთ.

კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:

მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ერთი ვაკანსია. აღნიშნულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 1210 ლარია;

მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ორი ვაკანსია, თანამდებობრივი სარგო 1210 ლარი;

მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ერთი ვაკანსია, თანამდებობრივი სარგო 1210 ლარი.

მეორადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის განყოფილების III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ერთი ვაკანსია, თანამდებობრივი სარგო 1210 ლარი.

ამავდროულად, გორის მერია ღია კონკურსის წესით ეძებს თანამშრომელს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, ერთი ვაკანსია, თანამდებობრივი სარგო 1210 ლარი;

მეორადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის IVრანგის II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი, ერთი ვაკანსია, თანამდებობრივი სარგო 825 ლარი;

მეორადი სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველოყოფისა და შრომისუსაფთხოების დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი, ერთი ვაკანსია, თანამდებობრივი სარგო 1540 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე  www.HR.gov.ge უნდა გაიარონ. ამავე გვერდზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას იმ კრიტერიუმების შესახებ, რასაც აღნიშნული ვაკანსიების დაკავებისთვის უნდა აკმაყოფილებდეთ.

კვირის ამბები