საინტერესო ამბები
13.01.2022 12:54
იაპონიაში გამოიგონეს პირბადე, რომელიც კორონავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში ანათებს
იაპონიაში, კიოტოს უნივერსიტეტში, კორონავირუსის სწარაფად გავრცელების შეფერხების მიზნით, სირაქლემას ანტისხეულებისგან შექმნეს პირბადეები, რომლებსაც კორონავირუსის გამოვლენა შეუძლიათ და როცა მას აღმოაჩენენ სინათლეს გამოსცემენ.

პირბადეში მოთავსებულია სპეციალური ფილტრი, რომელიც კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში ანათებს. უკვე ჩატარდა შესაბამისი კვლევები და ახალი გამოგონების ეფექტიანობა უკვე დადასტურებულია.

კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის ლიდერი, იასუჰირო ცუკამოტო ამბობს, რომ მას ამგვარი ფილტრის შექმნის იდეა, სირაქლემებზე დაკვირვების შემდეგ მოუვიდა.

„სირაქლემები თავიანთი ძლიერი იმუნური სისტემის გამო, უაღრესად მდგრადები არიან კორონავირუსის მიმართ. ამან მიბიძგა მათი ანტისხეულების გამოკვლევა დამეწყო. თუ ერთჯერადი ნიღბის ქვეშ სირაქლემას ანტისხეულებიან ფილტრს გამოვიყენებთ, იმ ადამიანებს, რომლებიც ასიმპტომურები არიან, მაგრამ ვირუსს აქტიურად ავრცელებენ, ადრეულ სტადაზევე ვუმკურნალებთ. ეს მოსახერხებელი და იაფიანი საშუალებაა, რომელიც კორონავირუსის სხეულში შეღწევისგან დაგვაზღვევს“, - განმარტავს ცუკამოტო.
კვირის ამბები