კონფლიქტები
07.12.2019 21:05
იმედი მაქვს, ამ მძიმე ისტორიის დასრულებას ერთმანეთს უახლოეს პერიოდში მივულოცავთ - პრემიერი დაკავებულ ექიმზე

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება ყველა საერთაშორისო პარტნიორთან სრულ კოორდინაციაში მოქმედებს.

„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან და ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება ყველა საერთაშორისო პარტნიორთან სრულ კოორდინაციაში ვმოქმედებთ. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ამ მძიმე ისტორიის დასრულებას ყველა ერთმანეთს მივულოცავთ“,- განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ ექიმთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულკითხვაზე კომენტირებისას.

ქართველი ექიმი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთამ 9 ნოემბერს დააკავეს და 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

 

კვირის ამბები